12 დეკემბერი, 2018

ჯანსუღ ჩარკვიანი: “ვინც ქართული არ იცის, საქართველო მისია!”

ჯანსუღ ჩარკვიანი: "ვინც ქართული არ იცის საქართველო მისია"“ხალხნო, ამერ-იმერსა
სიზმრად ვხედავ სისხლიანს,
ვისაც სისხლი სწყურია,
საქართველო მისია.” – წერდა წლების წინ თავის ლექსში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი:

“დაირიგეს ქვეყანა,
მუქთად, არმად, ნისიად,
ვინც საეჭვოდ ქართველობს,
საქართველო მისია.
ქართულ ცას, რომ ადნება,
უცხო ფერის ნისლია,
ვინც ქართული არ იცის,
საქართველო მისია.
ვით გაგაქრონ იციან,
ათიანში ისვრიან,
ვინც სპობს ქართულ მწერლობას,
საქართველო მისია.
ჩაკლას ეროვნულობა
გახლავს მისი მისია,
ვისაც საქართველო სძულს,
საქართველო მისია.
მაჩანჩალა ქართველი
სუყველაფრის ღირსია,
ვისაც პირველობა სურს,
საქართველო მისია.
ხალხნო, ამერ-იმერსა
სიზმრად ვხედავ სისხლიანს,
ვისაც სისხლი სწყურია,
საქართველო მისია.
ვეძებთ, ხელისცეცებით,
ვეძებთ, ხელისკანკალით,
ბაზალეთის ტბის ძირას,
ვერ ვიპოვეთ აკვანი.”