31 დეკემბერი, 2018

იპოლიტე ხვიჩია: “მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო!”

იპოლიტე ხვიჩია: "მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო!"მსახიობი იპოლიტე ხვიჩია მთელი ცხოვრება მაყურებლის უდიდესი სიყვარულით იყო განებივრებული.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან შვილიშვილს მანანა ხვიჩიას ასეთი დარიგება მისცა:

“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია…

სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”