16 დეკემბერი, 2018

განმარტება აკა მორჩილაძისგან – რატომ არ ესმით ქართველების მსოფლიოში?

განმარტება აკა მორჩილაძისგან - რატომ არ ესმით ქართველების მსოფლიოში?ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მწერალი აკა მორჩილაძე შეეცადა და ზუსტადაც დაახასიათა ქართველები:

“საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც.

შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც “ბურგერ კინგის” მენიუ.”