14 დეკემბერი, 2018

“გააგრძელე საქართველოს ისტორია” – აუცილებლად წასაკითხი და სანახავი!

"გააგრძელე საქართველოს ისტორია" - აუცილებლად წასაკითხი და სანახავი!მაია დვალიძე ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” გაჩერების რეალურ მიზეზებზე საუბრობს:

“გავყვეთ ლოგიკურად და ქრონოლოგიურად….

“გააგრძელე საქართველოს ისტორია” გამოჩნდა ეკრანზე 2011 წელს, პარალელურად გამოჩნდა “დიდებული საუკუნეც”..

ანუ, რა მოხდა რეალურად…

“გააგრძელეს” პირველი ფილმი იყო “თემურ ლენგის შემოსევები” მავანმა, ნუ, კაი, არაფერიო…
შემდეგ მოჰყვა “ერეკლე მეორეს ეპოქა”..

დიდი ბრძოლებით და ზეწოლით, მოხერხდა ნაწილის გადაღება (სცენარი უფრო ვრცელი იყო), მოკლედ, ამანაც “ჩაიარა”..

შემდეგ ბატონმა გურამმა გადაიღო “ნეიტრალური” “კონსტანტინეპოლის დაცემა”… “არიქა, მოვარჯულეთო” და დართეს ნება გადაეღო “მეთექვსმეტეს საქართველოებიც” და აქ იწყება ყველაზე საინტერესო!…

“დიდებული საუკუნე” შედგება 4 სეზონისაგან, რომელიც მოიცავს 139 ეპიზოდს, თითო სერია არის დაახლოებით ორსაათნახევრიანი, ქრონომეტრაჟი წუთობრივზე რომ გადაიყვანო გამოდის დაახლოებით 20 850 წუთი და ამდენი ხნის მანძილზე 1 წამითაც კი არ არის ნახსენები საქართველო!!!
1555 წლის “ამასიის ზავი” არის ნახსენები..
მანამდე ირან-ოსმალეთის ომიც ნახსენებია, რომელსაც ეს ზავი მოჰყვა, მაგრამ რა იყო ზავის საგანი, სიტყვა არ აქვთ ნათქვამი!
ვინც არ იცით, “ამასიის ზავით” ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყო, მანამდეც და მერეც კი, ააოხრა!!!

ხვდებით, რა ვერაგობასთან გვაქვს საქმე???
რამდენი ტიროდით სულეიმანის გამო, გამოტყდით!!!

ამავე დროს მიმდინარეობდა “გააგრძელეს” “მეთექვსმეტეს საქართველოების” გადაღება, რომელიც იწყება საუკუნის დასაწყისით, ვითარდება მოვლენების მიხედვით და როგორც ჩანს სულ უფრო და უფრო დიდ უკმაყოფილებას იწვევს ცალკეულ წრეებში!!!.

და, აი, მოვლენებში უკვე 1543 წელი დადგა და ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სცენა “ორი ხელით ჟლიტეთ მტერი!!!” წარმოთქმული, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს მიერ, ქარაღაქის ბრძოლის წინ, სადაც ზუსტადაც “დიდებული საკუკუნის” სულთან სულეიმანს შევებრძოლეთ და მოვუგეთ კიდეც, თუმცა ზუსტად 2 წელიწადში, 1545 წელს სოხოისტას ბრძოლა მოგველოდა, რომელშიც სასტიკად დავმარცხდით და მას შემდეგ დადგა საქართველოსთვის “ჟამი ნგრევისა” ყველა მხრიდან დღემდე…

ზუსტად ამ მომენტზე გააჩერეს (3 მზა სერია დღემდე არ გასულა ეთერში) და 2017 წლის ივლისში დახურეს კიდეც “გააგრძელე”!!!!!

1 თვეში უკვე “დიდგორობაც” აღარ გვაზეიმეს!!!!!!

დახურვის დღიდან ქვეყანაში მოხდა უამრავი საძაგლობა და მოვედით დღევანდელ საშინელ რეალობამდეც…

პ.ს. პოსტი ეძღვნება გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა ჰგონიათ…”