13 დეკემბერი, 2018

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე 8 ქართული შენობა მოხვდა

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე 8 ქართული შენობა მოხვდაევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე 383 პროექტი მონაწილეობს. 38 სახელმწიფოს 238 ქალაქს შორის მოხვდა საქართველო და მის ქალაქებში არსებული 8 შენობა, რომლებიც ამ ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ: დეზერტირების ბაზარი, სასტუმრო მოქსი თბილისი, პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის, თბილისი პარკ ოტელი, ფაბრიკა თბილისი, ყავის ქარხანა, ბლექ სი არენა და ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიის დარბაზი.

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა უკვე დაასახელეს იმ არქიტექტორული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის პრიზს – Mies Van Der Rohe–ს ჯილდოს მიიღებენ.

კონკურსის საერთაშორისო ჟიური საუკეთესოებს 2019 წლის 7 მაისს ბარსელონაში დაასახელებს.

საქართველოდან ამ ჯილდოს მოსაპოვებლად წარდგენილნი არიან:

პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის

 პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის,

ყავის ქარხანა

 ყავის ქარხანა

თბილისი პარკ ოტელი

თბილისი პარკ ოტელი

ბლექ სი არენა

ბლექ სი არენა

დეზერტირების ბაზარი

დეზერტირების ბაზარი,

ფაბრიკა თბილისი

ფაბრიკა თბილისი

ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიის დარბაზი

ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიის დარბაზი.

სასტუმრო მოქსი თბილისი

 სასტუმრო მოქსი თბილისი,