21 დეკემბერი, 2018

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებსდიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე კოლეგას, ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს.

საუბარია დემნას მიერ შექმნილ ყვითელ კაბაზე, რომელიც მიშელ ობამას ეცვა. ეს კაბა დემნას გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექციიდანაა და ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. ავთანდილი ავრცელებს 2017 წელს შექმნილი კოლექციიდან წითელი კაბის ფოტოს და დემნას პლაგიატში ადანაშაულებს.

ავთანდილი:

“ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017-ში, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეირბინოთ ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ.”

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს