16 დეკემბერი, 2018

ანზორ ერქომაიშვილი “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ანზორ ერქომაიშვილი "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არისლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის.

50 წლის განმავლობაში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „რუსთავის“ 50-წლიან წარმატებაში.

ანსამბლის გადაწყვეტილებით “რუსთავის” ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გიორგი ნატროშვილი დაიკავებს. ანზორ ერქომაიშვილი კი ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელად რჩება.