6 დეკემბერი, 2018

150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს!

150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს!ქართული ანბანი და მისი სამი სახეობა მთელმა მსოფლიოს აღიარა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ “იუნესკომ” ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

ლევან ჩაჩუა:

“150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს!

“იუნესკომ” ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამ ფაქტს სახელმწიფოსგანაც და ხალხის მხრიდანაც დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს!

მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან პირველები ვართ, ვინც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოვხვდით. 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) და ეს აღიარა მსოფლიომ ეთიოპიაში, სადაც 150-ზე მეტი ქვეყანა ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა ნომინაციას.”