11 ნოემბერი, 2018

ზვიად გამსახურდიას ლექსი გალაკტიონისადმი

ზვიად გამსახურდიას ლექსი გალაკტიონისადმიზვიად გამსახურდიას პოეზიას ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს. მისი ლექსის მთავარი გმირები ხდებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსს “მთვარის ნიშნობა”, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გალაკტიონ ტაბიძეს მიუძღვნა:

“არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა
რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოსთ მხარის
გაბრიელ – ზღურბლისა
მცველის
მიქაელ – დამცემი ზარის!

ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე – ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი
იხსნება ცხოვნეთის კარი.

აფრაზე გაკრული გველი,
ფერისცვალება ქნარის,
ცის გარდაცვალებას ელი,
ახლოა დარობა დარის!”