11 ნოემბერი, 2018

ვაჟა-ფშაველა: “ცუდი დროება დაგვიდგა…”

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას“გალახეს, ჯვარზე გააკრეს აზრი და სამართალია,” – ამ სიტყვებს ვაჟა ფშაველა ჯერ კიდევ 1906 წელს წერდა:

“ცუდი დროება დაგვიდგა,
ძალიან ცუდი დარია:
თაგვები კატას არჩობენ,
ტურამ ლომს ხელი დაჰრია.
ქორი დაქოჩრა ქათამმა,
ომი შაექნათ ცხარია.
საგმირო საქმეებს სჩადის
ინდაურების გვარია.
გალახეს, ჯვარზე გააკრეს
აზრი და სამართალია.
რიონი უკან გაბრუნდა,
იმას თან მიჰყვა მტკვარია,
აღარ სწადიანთ იდინონ,
ტალღები შედგა ჩქარია.
მცხეთას ატირდა არაგვი,
ცრემლები მოსდის ცხარია.
მხოლოდ არ სჯერა უბირსა,
რომ დიდი მოვა ღვარია,
დაგუბებული მდინარის
წამოსვლა შესაზარია!
ღობეს ავლებენ უბირნი,
რომ დაუკეტონ მსვლელობა;
შეუძლებელის შეძლება
არის იმათი ხელობა.
… ჭკვიანს ჭკვას აღარ ჰკითხავენ,
მიტომ რომ ყველა ჭკვიანობს:
დარბაზში ვინმე ბრძანდება,
თუ ქუჩა-ქუჩა ყიალობს.
დიაკვანს მღვდლობა სწადიან.
ურჩობს და აღარ დიაკვნობს,
ფრთებ-შეკვეცილი და კუტი,
შეხედეთ, როგორ ფრთიანობს!
ბრიყვი, უზრდელი მოვახშე
თავს გვიკრავს, თავაზიანობს.
მოდის ახალი დროება,
მოდის და აღარ გვიანობს. …
დღევანდელი დღის შვენება
ალაღებს მხოლოდ ვირებსა.
აღმოსავლეთით გვპირდება
მზე ისევ თავის სხივებსა.
იქითკე ცქერა მწადიან
გულ-მოკლულს, ანატირებსა,
იქ ვგუობ მხოლოდ წამალსა,
ის მომხსნის თავით ჭირებსა.
როგორც გუშინა, ისე დღეს
ვენაცვალები გმირებსა.
სალამს ვუგზავნი შორითა
იმ კარგს მამულისშვილებსა.”