27 ნოემბერი, 2018

სოფო ხალვაშს ახალი თანამდებობა აქვს

სოფო ხალვაშს ახალი თანამდებობა აქვსმომღერალი სოფო ხალვაში დააწინაურეს. მას ახალი თანამდებობა აქვს.

მას შემდეგ, რაც მომღერალი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, სოფო აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. მომღერალი ტელევიზიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იყო.

ახლა კი მომღერალი ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ბათუმის მერიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ის ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა.