25 ნოემბერი, 2018

რობერტ სტურუა: “ცხოვრება არ მსურს!”

რობერტ სტურუა: "ცხოვრება არ მსურს!"– ვაი თუ ჩვენ ხალხს დაგვავიწყდა ქართველების მრწამსი, სიკეთე, დარბაისლობა… ზრდილობა, – ამაზე არც თუ ისე იშვიათად ფიქრობს 80 წლის რეჟისორი რობერტ სტურუა:

“ზოგჯერ საშინელი ფიქრი მიფეთქავს უკვე დაკოჟრილ, გაცრეცილ ტვინს:

ვაი თუ ჩვენ ხალხს დაგვავიწყდა ქართველების მრწამსი, სიკეთე, დარბაისლობა… ზრდილობა. ნუთუ ამ ლამაზ ქვეყანაში, ასეთ ლამაზ ხალხს ბოროტმა, რაღაც უცნობმა გრძნეულმა ძალამ გზიდან აგვაცდინა და უფსრკულისკენ გვიქნა პირი… არ მძინავს, ცხოვრება არ მსურს!..

მერე უეცრად შემხვდება უცნობი ვინმე, გაოცებული შევყურებ და იმედით ვივსები – ვხედავ, ქართული ნაპერწკალი, ლაზათი, გონება ჯერ არ ჩამქრალა, ჯერ კიდევ ბჟუტავს ამ უბრალო პატიოსან კაცში… და ბედნიერი ვიძინებ…

დილით კი…”