რეჟისორი რობერტ სტურუა რუსეთში დააჯილდოვეს.
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯილდო ფესტივალის “რეჟისურის გაკვეთილები” მიიღო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მოსკოვში ტარდება.
წლევანდელ ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარმოადგენილი იყო რობერტ სტურუას, რიმას ტუმინასის, კამა გინკასის, ადოლფ შაპიროს და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები.
რობერტ სტურუამ ფესტივალის ფარგლებში წარადგინა მოსკოვის თეატრ “ეტ ცეტერაში” დადგმული სპექტაკლი “რევიზორი. ვერსია” და სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა.