2 ნოემბერი, 2018

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე სოთბის აუქციონზე არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ხვდება და სოლიდურ ფასადაც იყიდება.

გამონაკლისი არც ნიკო ფიროსმანია. სოთბის აუქციონზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით”, რომელიც 700.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

ამ ინფორმაციას ერთი სამწუხარო ფაქტი ახლავს თან – ფიროსმანის ნამუშევარი რუსული ხელოვნების ნიმუშად არის წარდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსული ხელოვნების კატეგორიაშია გაყვანილი.