16 ნოემბერი, 2018

ოტია იოსელიანის ბოლო ლექსი

ოტია იოსელიანის ბოლო ლექსიოტია იოსელიანის მოთხრობები ათასობით მკითხველისთვის არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი პოეზიის შესახებ.

“არტინფო” გთავაზობთ ოტია იოსელიანის ლექსს, რომელიც წვიმას ეძღვნება:

“წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: – გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: – წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: – წავალ, რა!
გარეთ გახედებ: – წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
– არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!”