26 ნოემბერი, 2018

ოთო ნემსაძე: “ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს რომ ყველაფერი გამოვა!”

ოთო ნემსაძე: "ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს რომ ყველაფერი გამოვა!"მომღერალი ოთო ნემსაძე რეპეტიციების აქტიურ ფაზაშია. ის თავის ერთგულ მსმენელს ახალ კომპოზიციას უმზადებს.

ამჯერად ოთომ ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერა “ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა” ზვიად ბოლქვაძესთან და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან ერთად სრულიად ახლებურად ააჟღერა.

– როცა გენიოსებთან გაქვს საქმე, – ასე დაასათაურა ოთომ რეპეტიციის ჩანაწერი, რომლის ინტერნეტში გავრცელებასაც ათასობით ნახვა, მოწონება და გაზიარება მოჰყვა.

ოთო ნემსაძე:

“აი, ზუსტად ესაა რაც მაფიქრებს რომ ყველაფერი გამოვა!

ეს კაპელა საოცრებაა!

ზვიადზე ისედაც ყველამ ვიცით!

და მთავარი – 3 დღეში 100000 ნახვა და უამრავი გაზიარება უბრალოდ რეპეტიციას. მადლობა თქვენ რომ ხართ, ძალიან დიდი იმედია ბევრ უიმედობასთან

თქვენი ოთარა.”