25 ნოემბერი, 2018

ოთარ ჭილაძე: “საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა”

ოთარ ჭილაძე: "საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა"ასე მიაჩნდა კლასიკოს მწერალს ოთარ ჭილაძეს და რაც დრო გადის, მისი მოსაზრება სულ უფრო ფასეული ხდება.
“არტინფო” ოთარ ჭილაძის მნიშვნელოვან გამონათქვამებს გთავაზობთ:

“ორ რამეს არ გაპატიებენ საქართველოში: ნიჭს და ბედნიერებას!”

”მთავარია ღმერთმა არ მიგვატოვოს, თორემ ადამიანები… ეჰ, ადამიანები…”

”პატრიოტი ვარო – კი არ უნდა იყვირო, ისეთი რამ უნდა მოიმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას: პატრიოტი ყოფილაო!”

”სიცოცხლე დიდი მადლია. მას არ უყვარს, როცა არ აფასებენ. ის ვერც დიდ ხმაურს იტანს და ვერც სულსწრაფებს. ყველაზე მეტად მოთმინებას აფასებს.”

’გუშინ, არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას, აზრი ჰქონდა… დღეს კი, ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ სათქმელმა დაკარგა, აზრი…”

’რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება…”

”ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ. არავის არა აქვს ნება რუსთაველის პროსპექტზე საარტილერიო ომი გააჩაღოს, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც სამარცხვინო რეჟიმის დროსაც, ჩემს ახალგაზრდობაში, ხულიგნებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ ხულიგნობას და უბატონოდ არ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს!”