– სტეფანწმინდის მუზეუმი დღესაც ასე გამოიყურება, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:
“სტეფანწმინდის მუზეუმი დღესაც ასე გამოიყურება.
არ ვიცი რომელი ჯობია – თელავივით დაასრულონ მუზეუმი და სამარცხვინო იყოს თუ 6 წელი აკეთონ და არაფერი ეტყობოდეს, როგორც აქ – სტეფანწმინდაში.
ეგებ ეს უკანაკნელი ჯობდეს. მოვა ვინმე სხვა, მცოდნე და გააკეთებს კარგად.
არადა კარგა დიდი ბიუჯეტები დაიხარჯა ესეთ პროექტებში. მსოფლიო ბანკის კრედიტით, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.
შედეგი კოჭლია.
ვირუსია ეს ქოცობა.”