29 ნოემბერი, 2018

მამუკა ლომაშვილს სპექტაკლი მოუხსნეს

მამუკა ლომაშვილს სპექტაკლი მოუხსნესრეჟისორ მამუკა ლომაშვილს სპექტაკლი მოუხსნეს. ათონელის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლის მოხსნის მიზეზებზე რეჟისორმა ღიად ისაუბრა:

“არჩევნების პერიოდში თავს ვიკავებდი რამე რომ არ მეთქვა, დღეს უკვე პიკია და რახან არჩევნებიც ჩავლილია და სასიხარულო ამბავიც ეს წუთია მაცნეს… იძულებული ვარ ასეთი ფორმით გამოვხატო პროტესტი…

ამოვიდა ეს ამდენი ფეხზე დაკიდება… დღეს დილით მახარეს, რომ 1 დეკემბერს დანიშნული სპექტაკლი, რომლის ბილეთებიც გაყიდულია, უნდა მოიხსნას. ..უკვე მერამდენედ? ერთი წელზე მეტია გაუსაძლისად ვართ და გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს რა… ხომ შეიძლება მერიაა თუ განვითარების ფონდი ყურაღება მიაქციოთ ათონელის თეატრთან და თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს? იმის მაგივრად, რო ხელს გვიწყობდეთ და გვერდში დაგვიდგეთ, რას აკეთებთ? (საერთოდ გაინტერესებთ ეს სფერო? რას ვაკეთებთ, რა პრობლემები გვაქვს, კაი ბატონო, რახან სპორტი არაა მასე იყოს).

ჯერ იყო საბავშვო თეატრალური ფესტივალი და გთხოვეთ უამრავი ბავშვი მოიყრის თავს და იქნება ცოტა მოაწესრიგოთო… პირიქით, მაშინ გაგიჟდა ყველა, ხან ტრაქტორი დადიოდა გზაზე, ხან ბავშვები ასწრებდნენ თეატრში შესვლას, უსაფრთხოების ნორმები აბსოლუტურად არაა დაცული, არადა ჩემი თეატრის ბავშვების გარდა, უამრავი ბავშვი დადის “თეატრი ათონელზე”. ხან ფიცარი ჩამოვარდა, ხან შუშა და ხან რკინის კონსტრუქცია რაც მე ვნახე… იმაზეც არაფერი ვთქვით, რამოდენიმე რეპეტიციას ნახევრად გახსნილ კედლებში რო ვატარებდით, მტვერში და გაჯით მოთხვრილ სცენაზე… ხელოსნებს სხვა საქმე ჰქონდათ და თეატრი ვალდებული იყო მოეთმინა… ახლა კიდევ სულ გადაუთხრიათ იქაურობა, ჯერ ხო ისედაც ძლივს მივდიოდით თეატრამდე, ახლა უნდა ვახტეთ ორმოებს და უბედურებებს…

მოკლედ, რაც წინა მთავრობამ დაგვაკლო, თქვენ მინაზღაურებთ (იძულებული გაგვხდა წამოვსულიყავით ჩვენი გაკეთებული თეატრიდან, იმიტომ რომ თქვენ გიჭერდით მხარს)…

პ.ს ძალიან კარგია საქმეს რომ აკეთებთ, მაგრამ ცოტა პროფესიონალიზმი და ადამიანობა გამოიჩინეთ… როდესაც ფანჯრებს ცვლი, 1 კვირა და 2 კვირა არ უნდა მოანდომო საქმეს, თეატრის შესასვლელთან ტონა ნაგავი თვეობით არ უნდა ეყაროს და უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვათ…

იმედია, ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც სპექტაკლის მოხსნა იქნება აუცილებელი… ყველაზე მთავარი – სულ ფეხზე ჰკიდიათ ყველაფერი, გინდა თხოვე რამე და გინდა – არა… წესით აქ კალაძეს უნდა ვთაგავდე, მარა ვერ ვშვრები.. ახლა ამ ბავშვებს როგორ გინდა უთხრა, რომლებიც ასე არიან მომზადებულები სპექტაკლი რომ ეთამაშათ, რომ ვეღარ ითამაშებენ… ნუ გაყიდულ ბილეთებსაც როგორმე დავაბრუნებთ უკან…”