24 ნოემბერი, 2018

“მახინჯი ვარ” – ლევან კბილაშვილის საოცარი შესრულება

"მახინჯი ვარ" - ლევან კბილაშვილის საოცარი შესრულებამომღერალი ლევან კბილაშვილი რუსულ “ვოისში” მონაწილეობს და კონსტანტინე მელაძის გუნდის წევრია.

მწვრთნელმა ქართველ კონკურსანტთან ლევან კბილაშვილთან ერთად რინგზე სომეხი მომღერალი ნარეკ გევორქიანი დააყენა და მათ ცნობილი ქართული სიმღერა “მახინჯი ვარ” ამღერა. სიმღერა 1970 წელს ჟუჟუნა ჭრელაშვილმა დაწერა. ერთ-ერთი ვერსიით, სიმღერის ავტორი საწოლს იყო მიჯაჭვული და ეს სიმღერა იმ მამაკაცს მიუძღვნა, რომელიც უზომოდ უყვარდა.

ქართულად და სომხურად შესრულებულმა სიმღერამ ჟიური და დარბაზი აღაფრთოვანა. კონსტანტინე მელაძის გადაწყვეტილება დანარჩენმა მწვრთნელებმა მოიწონეს. საბოლოოდ მელაძე არჩევანის წინაშე დადგა – ლევანი თუ ნარეკი. მან გადაწყვეტილება ქართველის სასარგებლოდ მიიღო და ლევანი პროექტში დატოვა.