15 ნოემბერი, 2018

გურამ დოჩანაშვილი: “მამული ენაა და სარწმუნოება!”

მოუსმინეთ რას გვთხოვს გურამ დოჩანაშვილი– ენა ხომ აკი ყველა დიდად კარგია, მაგრამ მაინც მხოლოდღა მშობლიური, – ასე მიაჩნია მწერალ გურამ დოჩანაშვილს და წიგნში „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ თავის გულწრფელ ემოციას გვიზიარებს:

“ბავშვს დედის მუცელში მშვენივრად ესმის და არჩევს კიდეც ცალკეულ სიტყვებსა და ცნებებს. მისი სმენა ეჩვევა იმ ენას, რომელზეც გარშემო მყოფნი საუბრობენ.

მამული ენაა და სარწმუნოება ანუღა შვება. და სიტყვას “შვება” მაინცდამაინც ნუ გამოვედევნებით, ასე განსაჯეთ ახალქართულად სჯობს. მამული რომ ენა არი და სარწმუნოება. რაც გადაგვარჩენს. და ამაებიდან, ამ მორწმუნებრივად აკინძული სიტყვებისაგან, ჩანს ეს ბევრგან და მერედა როგორ…”