29 ნოემბერი, 2018

დავით არჩვაძე გაანაწყენეს

დავით არჩვაძე გაანაწყენესმომღერალი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი დავით არჩვაძე გაანაწყენეს.

მისი ერთ-ერთი უახლესი სიმღერა “ფრთამოტეხილი მაფშალია” მსმენელში დიდი მოწონებით სარგებლობს, რომლისთვისაც ტექსტი მამა პეტრემ (კვარაცხელია) დაწერა.

დავით არჩვაძე:

“მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ხალხი. მთელი ცხოვრება ჩემი ქვეყნის და ხალხის სამსახურში ვარ ჩემი მოკრძალებული ხელოვნებით. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ (არ არის ჩემი საქმე ბიზნესი, სისხლის სამართალი, ცეკვა და კალათბურთი) ჩემი სამყარო მხოლოდ მუსიკაა.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიმღერას, მუსიკა მე მეკუთვნის, რომელიც დაკარგული აფხაზეთის ტკივილმა დამაწერინა და ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ პოლიტიკური ნიშნით შემოიფარგლებოდა.

მიხარია ხალხს რომ მოსწონს ეს სიმღერა, მაგრამ უფრო მეტად გამიხარდებოდა ვინმეს უბრალოდ ეკითხა ჩემთვის, რომ ეს მუსიკა საარჩევნო რეკლამისთვის გამოეყენებინათ.”

დავით არჩვაძის განცხადებას მამა პეტრე (კვარაცხელია) გამოეხმაურა:

“გამოიყენონ დავით, ნეტავ ჩვენც გამოგვიყენონ და სიკეთე აკეთონ… არა მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მომავლისთვის… ეს სიმღერა მთელ ერს ეკუთვნის. მან აფხაზეთში უნდა დაგვაბრუნოს…”