27 ნოემბერი, 2018

ალ პაჩინო მეფე ლირის როლში

ალ პაჩინო მეფე ლირის როლში78 წლის ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო უილიამ შექსპირის ”მეფე ლირის” ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას.

მეფე ლირის როლს ალ პაჩინო ბრიტანელი რეჟისორის მაიკლ რედფორდის ფილმში ითამაშებს. გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.

შექსპირის “მეფე ლირი” მსოფლიო დრამატურგიის მწვერვალად არის მიჩნეული. სხვადასხვა დროს კინორეჟისორებმა მეფე ლირის შესახებ 30 ფილმი გადაიღეს. ერთ-ერთი ბოლო ფილმი BBC-მ გადაიღო და მასში მეფე ლირის როლი გენიალურმა ენტონი ჰოპკინსმა შეუსრულა.