3 ოქტომბერი, 2018

“ვეფხისტყაოსანი” თბილისობის დღესასწაულზე გაცოცხლდება

"ვეფხისტყაოსანი" თბილისობის დღესასწაულზე გაცოცხლდებათბილისობის დღესასწაული წელს 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება.

დღესასწაულის ფარგლებში “ამირან შალიკაშვილის” საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და თბილისის მერია წარმოდგენს პროქტს “რომელმან შექმნა სამყარო” და შალიკაშვილი/ფეტვიაშვილი “შოუქეისს”.

პანტომიმის თეატრის მსახიობები ლეღვთახევში – აბანოთუბანში 6 ოქტომბერს შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის შოუქეისს წარმოადგენენ, 7 ოქტომბერს კი პროექტით “რომელმან შექმნა სამყარო” შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან” გმირებს გააცოხლებენ.