13 ოქტომბერი, 2018

ვაჟა ფშაველა: “საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას…”

ის კი არ არის ბიჭობა ვაჟა-ფშაველაამბობდა მწერალი და პოეტი ვაჟა ფშაველა, რომლის პუბლიცისტიკაც არანაკლებ საინტერესო და ღირებულია.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს წინა საუკუნეში დაწერილი ვაჟა ფშაველას ჩანაწერიდან, რომელიც დღეს დაწერილს ჰგავს:

“საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას. გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ-ნელა აცლის კაი-კაი ნაჭრებს…

ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ ქართველები, ამ დუმის თლას ან მიწა-წყლის გადასვლას სხვის ხელში როდი ვეწინააღმდეგებით სასტიკად, როგორ ეკადრება ესეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას!

დეპუტატ კარლოს პროფესორებიც გაჯავრდებიან, აი, თქვე შოვინისტებო, განა სულ ერთი არ არის ვის ხელში იქნება ქართლ-კახეთის ავლადიდება, ქართველისა თუ სხვისაო…

თუ ამ გზით ვიარეთ, უეჭველია ჩვენი ტერიტორია მალე დაიფუყება და საქართველოს ნიადაგზე ისე აჭრელდება სხვადასხვა ტომთა და ერთა სოფელ-დაბანი, რომ თვით დახელოვნებული ეთნოგრაფი განსვენებული ზუგარსკი რომ წამოდგეს საფლავიდან, ვეღარ იცნობს აქაურობას და დაიკივლებს: ეს რა ქვეყანაა – საქართველოა თუ ეთნოგრაფიული გამოფენაო!”