26 ოქტომბერი, 2018

სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანს

სოფო ხალვაში დილის გადაცემას აღარ წაიყვანსმომღერალი სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიით დილის გადაცემას აღარ წაიყვანს. ამის მიზეზი მომღერლის მიერ სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დასწრება და სიმღერა გახდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.

სოფო აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და “დილის ტალღის” წამყვანი იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომღერალი დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა კატეგორიულად ეკრძალება.