30 ოქტომბერი, 2018

ფრიდონ სულაბერიძე: “ჩემი თავი მეზიზღება”

ფრიდონ სულაბერიძე: "ჩემი თავი მეზიზღება" მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე ათეული წლებია ანსამბლ “რუსთავს” ხელმძღვანელობს, თუმცა რაც თავი ახსოვს, სცენაზე დგას და ცეკვავს.

ქორეოგრაფის ცხოვრება სავსეა სასიამოვნო და არასასიამოვნო მოგონებებით, თუმცა არის ერთი დაუვიწყარი მომენტი, რომელიც ხელოვანს ყოველდღე ახსენდება. ამის ფონზე კი საკუთარი თავი ეზიზღება, როცა სცენაზე ცეკვა უწევს.

ფრიდონ სულაბერიძეს უმცროსი შვილი – ავთანდილი 19 წლის ასაკში მოუკლეს. მამისთვის ეს ტრაგედია მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, იყო მომენტები, როცა თავის მოკვლაზეც ფიქრობდა.

მართალია ამ თემაზე საუბარი ქორეოგრაფს არ უყვარს, მაგრამ ჟურნალისტებთან ინტერვიუების დროს მაინც უწევს.

ფრიდონ სულაბერიძე:

“დღე არ გავა, რომ ეს არ გამახსენდეს. ხანდახან ჩემი თავი მეზიზღება – ვინა ხარ, რა კაცი ხარ, ანგელოზი შვილი არ გყავს და ცეკვავ? – ხშირად ვეკითხები ჩემს თავს. მაგრამ ამის ახსნა შეუძლებელია. არ ვიცი ეს რა არის. რაღაც ძალა მაცეკვებს – ზემოდან მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.”