19 ოქტომბერი, 2018

ნინო ბაშარული: “გემუდარებით, იფიქრეთ ამაზე, მომღერლებო!”

ნინო ბაშარული: "გემუდარებით, იფიქრეთ ამაზე, მომღერლებო!"მომღერალი ნინო ბაშარული თავის კოლეგებს მიმართავს და იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ფიქრისკენ მოუწოდებს, რომელიც მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის აუცილებელია:

“მწუხარება მიპყრობს ხოლმე, როდესაც მომღერლები ძველ სიმღერებს ფეხბურთის ბურთივით გაიგდებენ ფეხქვეშ და კენწლავენ როგორც უნდათ ისე…

კითხვაც კი არ უჩნდებათ, რაიმე ახალი ხომ არ არ შევქმნა? ან თუ არ შემიძლია დავწერო სიმღერა, კომპოზიტორი მაინც შევარჩიო, გადავუხადო ჰონორარი და დამიწეროს ის, რასაც არავინ მღერის და რაც მხოლოდ ჩემი იქნება…

გემუდარებით, იფიქრეთ ამაზე, მომღერლებო. ნუ აზარმაცებთ გონებას და წარმოსახვას. მიეცით ნიჭსა გზა ფართო! თქვენ ეს გამოგივათ! ქართული გენი შეუძლებელს აკეთებს! უბრალოდ, მოინდომეთ, შექმენით და დაუტოვეთ სამყაროს ის რაც თქვენია.”