4 ოქტომბერი, 2018

ნიკო გომელაურის ლექსი ანრი ჯოხაძემ აამღერა

ნიკო გომელაურის ლექსი ანრი ჯოხაძემ აამღერანიკო გომელაურის პოეზია ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია. ნიკოს ლექსები ათასობით პოეზიის მოყვარულმა ზეპირად იცის.

ანრი ჯოხაძემ ნიკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის “ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს” ამღერება გადაწყვიტა და მასზე ვიდეორგოლიც თავად გადაიღო.

“შენთვის” – ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომლის ვიდეორგოლშიც ცნობილი სახეები მონაწილეობენ. ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ნუკი კოშკელიშვილი, თაკო აბაშიძე, მაკა შალიკაშვილი, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გილიგაშვილი, მაკა რაზმაძე, შორენა ბეგაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ნინო გაჩეჩილაძე, გია ჯაჯანიძე, კესარია, მერსი სულხანიშვილი, დალი ჩიტალაძე, ზალიკო ბერგერი…