20 ოქტომბერი, 2018

მიხეილ ზაქარიაშვილის არაჩვეულებრივი ინიციატივა

მიხეილ ზაქარიაშვილის არაჩვეულებრივი ინიციატივა– მე უფასოდ ვიმღერებ თქვენთვის და გვერდში დავუდგეთ ქართველებს, – აცხადებს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი და არაჩვეულებრივი ინიციატივით გამოდის აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ ე.წ. “პალატკებთან” დაკავშირებით:

“გავარკვიე ყველაფერი. ეს ,,პალატკები” კარვები ირანელების ყოფილა თურმე! მანდვე მეორე სართულზე რესტორანი ,,ყარაჩოღელია” განთავსებული. როდესაც იქ ქართველები მღერიან და ქეიფობენ, თურმე ირანელებს აწუხებს ქართული მუსიკის ხმა და წარამარა პატრულს იძახებენ! მე შევარცხვინე ყველა პატრულის თანამშრომელი, რომელიც მათ მხარეს დაიჭერს და ქართველებს ქართულად სიმღერას აუკრძალავს!

ხოდა გადავწყვიტე, ვისაც ამ სიტუაციაზე გული შეტკივა, დავთქვათ ერთი დღე, წავიდეთ ამ რესტორანში, შევიკრიბოთ და ერთი მაგრად ვიქეიფოთ ქართველებმა. მე უფასოდ ვიმღერებ თქვენთვის და გვერდში დავუდგეთ ქართველებს. უნდა ვაიძულოთ მერია ეს კარვები აიღონ და პლეხანოვზე ირანი გავაუქმოთ. აუტანელია უკვე მაგათი ბოგინი ჩვენს ქუჩებში…

ვინც არ დამიდგებით გვერდში, მერე არ დამიწყოთ ბლატაობა თბილისელები ვართ პლეხანოველები, ვერელები, ვორონცოველები და ასე შემდეგ. ტელევიზიებს მოვუწოდებ, ჩაირთონ ამ საქმეში და გააშუქონ რა ხდება ამ უბანში. ყველაფერი ქართველობა, ღირსება, ქალაქი ფულზე უნდა გაიყიდოს?”