23 ოქტომბერი, 2018

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდაქართლ-კახეთის გვირგვინოსანის, მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჩანაფიქრი ხელოვნების სასახლემ ფონდ “ქართუს” დახმარებით განახორციელა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ფონდ “ქართუს” მიერ შეძენილი ნახატის მისამართით არის ძალიან დიდი ინტერესი. მთელი დღე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ძლივს მოვიტანეთ თავი საღამომდე და ახლა ვასაჯაროებთ პირველ ფოტო მასალას. ხვალ კადრებს იხილავთ, ზეგიდან კი ორი დღის განმავლობაში ყველას საშუალება ექნება ორგინალი საკუთარი თვალით იხილოს. პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25-26 ოქტომბერს 11-დან 18 საათამდე გამოფენილი იქნება და ნებისმიერს მისი დათვალიერების საშუალება ექნება. პორტრეტის სანახავად ბილეთის საფასურის გადახდა არ მოგიწევთ.

მაშ ასე, მისი უბრწყინვალესობის ქართლ-კახეთის გვირგვინოსანის, მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.”

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა