Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარინე თბილელი: “ლამაზი არასდროს ვყოფილვარ”

25 ოქტომბერი, 2018

მარინე თბილელი: "ლამაზი არასდროს ვყოფილვარ"– გინახავთ იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ თავლიდან როგორი გრაციოზული და ამაყია? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე, მინდოდა ყველაფერი დახვეწილად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ მეძახდნენ ლამაზს. არადა, ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, ეშხიანი – კი. უბრალოდ ვცდილობდი ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყოველთვის ვცეკვავდი, – ამბობდა მსახიობი მარინე თბილელი.

მისი შვილი, მსახიობი ბაია დვალიშვილი კი დედას ასე იხსენებს:

“დედა იყო ამოუწურავი ადამიანი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, საოცარი ენერგის პატრონი და ამის შედეგი იყო ოჯახი, შემოქმედება, მეგობრები. ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა, სულ ხალხი იყო – მხატრები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები… საოცარი დღეები მახსოვს.

…როცა მეუბნებოდნენ, რომ დედას ვგავარ, თავიდან სულ მქონდა პროტესტი და ვამტკიცებდი, რომ მამას ვგავარ. მაგრამ გავიდა წლები და ახლა, როცა ამბობენ, რომ ვგავარ დედას, ძალიან მიხარია.

…64 წლის იყო, როცა თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა თეატრიდან. ამის მიზეზად ამბობდა, ასაკში ვარ და თეატრში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენო.”