15 ოქტომბერი, 2018

კონსტანტინე გამსახურდია დედაზე

კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ყველა საკითხს სიღრმისეულად უდგებოდა და ამიტომაც არის, რომ მისი ნაწარმოებები მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი რომანიდან “მთვარის მოტაცება”, სადაც მწერალი დედაზე წერს:

“100 წლის რომ გავმხდარიყავი დედა და 100 წელი უცხოეთში დავრჩენილიყავ, შენ რომ შინ მეგულებოდი: ფესვები მაქვს-მეთქი ჩემს მიწაში, ასე ვიტყოდი…

100 წლის რომ გავმხდარიყავ დედა და უცხოეთიდან მობრუნებულს კარის ალაგთან დამეძახა: დედა, შინა ხარ-მეთქი? თუ შინა ვარო მომიგებდი… ასე ვიტყოდი: 10 წლის ვარ-მეთქი…

ჯერ 10 თვეც არაა, რაც შენ წახვედი და ასე მგონია, 100 წლის ვარ-მეთქი..!”