29 ოქტომბერი, 2018

ირაკლი ნოზაძის “ფარული კონვერტი” ეთერიდან მოხსნეს

ირაკლი ნოზაძის "ფარული კონვერტი" ეთერიდან მოხსნესტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემის “ფარული კონვერტის” გუნდის გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) გადაცემა ეთერში არ გავა.

ინფორმაცია გადაცემის წამყვანმა ია ფარულავამ გაავრცელა:

“ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) გადაცემა არ გავა ეთერში – ეს არის პირადად გუნდის გადაწყვეტილება და არა არხის.

მან თავისი საქციელით ჩირქი მოსცხო არა მარტო “ფარული კონვერტის” შემოქმედებით გუნდს, არამედ მთელს ტელევიზიას, თითქოსდა ჩვენ ის დავბლოკეთ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო. ეს იყო სუფთად პოლიტიკური პროვოკაცია და არხისთვის მიზანმიმართული დარტყმა არა მარტო მისი მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვის რეკლამაშიც ის მონაწილეობდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” და გადაცემა “ფარული კონვერტის” შემოქმედებითი გუნდი იტოვებს უფლებას, რომ ეს კონკრეტული გადაცემა ირაკლი ნოზაძის (პიკასოს მონაწილეობით) საერთოდ მოხსნას საეთერო ბადიდან, რადგან არხისთვის ზიანის მიყენებაზე ჩვენ ვართ პრინციპულები და ყოველთვის გვექნება მკაცრი გადაწყვეტილება.”

“ფარული კონვერტის” გუნდის გადაწყვეტილებას ირაკლი ნოზაძე გამოეხმაურა:

”ჯიგრები ხართ!
და ამდენი ჩახლართვის გარეშე რო პირდაპირ გექნათ და აღარ დაგედგათ ეს სპექტაკლი არა?
თქვენი იყოს და მშვიდობით მოიხმარეთ!
ამხელა სპექტაკლი რა საჭირო იყო?!
ოოოჰოჰოჰოჰო სამართლიანობის აღლუმია!”