8 ოქტომბერი, 2018

გია ბადრიძე: “ვინ თქვა ქართველები ცოტანი ვართო?”

გია ბადრიძე: "ვინ თქვა ქართველები ცოტანი ვართო?"– ჩვენ ბევრნი ვართ, ძალზე ბევრი და ყოველი ჩვენთაგანი უკვდავი ნაწილია ამ დიდი ერის, თუ იგრძნობ თავს მემკვიდრედ ამ მარად უკვდავი სულისა, რომელსაც ქართველობა და საქართველო ჰქვია, – ამბობდა კინოდოკუმენტალისტი გია ბადრიძე:

“ვინ თქვა ქართველები ცოტანი ვართო?

ქართველი იმდენია ჩემს ქვეყანაზე, რამდენსაც აქ უცხოვრია მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას საქართველო დაერქვა. ისინი ყველანი ჩემს ზურგს უკან არიან- ამ ტაძრების მშენებლები, ფრესკების და წიგნთა შემქმნელები, სიმღერისა და მუსიკის ჯადოქრები.

მე მათი უკვდავი და მარად ჩემს მხარამოდგმული, უშრეტი, უდრეკი და ულევი სული მიდგას გვერდში და მამტკიცებს, ჩვენ ბევრნი ვართ, ძალზე ბევრი და ყოველი ჩვენთაგანი უკვდავი ნაწილია ამ დიდი ერის, თუ იგრძნობ თავს მემკვიდრედ ამ მარად უკვდავი სულისა, რომელსაც ქართველობა და საქართველო ჰქვია.”