4 ოქტომბერი, 2018

დაჩი უჯარმელის ქუჩა თბილისში

დაჩი უჯარმელის ქუჩა თბილისშივახტანგ გორგასლის შვილი დაჩი უჯარმელი იყო პირველი მეფე, რომელიც დედაქალაქ თბილისში სამეფო ტახტზე იჯდა. სწორედ დაჩი უჯარმელის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის აღმშენებლობა.

“დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია, დღევანდელი ანჩისხატის ტაძარი.”

ანჩისხატის ისტორიის მკვლევარის ზაზა ნანობაშვილის ინიციატივით დაჩი უჯარმელის სახელი ანჩისხატის ტაძრის მიმდებარე ქუჩას მიენიჭა.

მერიას გაეგზავნა თხოვნა ამავე ქუჩაზე დაიდგას მეფე დაჩის განსაკუთრებული ბარელიეფი ისტორიის შემცველი მონუმენტალური დაფით. სამწუხაროდ, თბილისში დღემდე არ არსებობდა ამ დიდი მეფის პატივსაცემად რაიმე ნიშანი და არც მისი სახელობის ქუჩა.

ღონისძიება ანჩისხატის ტაძრის 1500 წლისთავს ეძღვნება, რადგან დედაქალაქის ეს პირველი ტაძარი მეფე დაჩის აშენებულია.

სამომავლოდ იგეგმება ამ დიდი მეფის სახელი დაერქვას მარჯვენა სანაპიროს ნაწილს, მოედანს, სკვერს…

დაჩი უჯარმელის ქუჩა თბილისში