22 ოქტომბერი, 2018

ასე მღერიან უცხოელები “ჩემო კარგო ქვეყანას”

ასე მღერიან უცხოელები "ჩემო კარგო ქვეყანას"ილია ჭავჭავაძის ლექსზე “ჩემო კარგო ქვეყანა” შექმნილი რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერა არა მარტო ქართველების, არამედ უცხოელებს საყვარელი სიმღერაცაა.

ამის დასტურია ლევან თავდიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც უცხოელების მიერ არაჩვეულებრივადაა ნამღერი “ჩემო კარგო ქვეყანა”.

ლევან თავდიშვილი:

“ჩვენ სუფრასთან დაიწყო სიმღერა და მოულოდნელად უცხოელმა სტუმრებმა გააგრძელეს, როგორც ჩანს სტუმრები მომღერლები იყვნენ…

ჩვენი სუფრიდან კი ყველანი ფეხზე წამოვუდექით ამ სიმღერას, როგორც ჩემი ქვეყნის ტკივილისა და სიყვარულის – ერთდროულად გამომხატველ ნამდვილ ჰიმნს.”