25 ოქტომბერი, 2018

ანიტა რაჭველიშვილის საგანგებო მიმართვა კონცერტის წინ

ანიტა რაჭველიშვილი: "ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!"მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

ფონდ “იავნანას” ეგიდით გამართული კონცერტი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 26 წლის მევიოლინის ვატო მაღრაძის სიცოცხლის გადასარჩენად ტარდება.

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ანიტა რაჭველიშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრებთან ერთად ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიმართეს და ვატოს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერა სთხოვეს.