29 სექტემბერი, 2018

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო დადიანის ღვინის დარბაზში

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო დადიანის ღვინის დარბაზშიმარტვილში, დადიანთა ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში 29 სექტემბერს 18 საათზე ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო გაიმართება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან საფორტეპიანო ტრიო ACCIO – ავსტრია; კლასიკური აკორდეონის ტრიო INDEED – ლიეტუვა; გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.

პროგრამაშია ვივალდის, ბახის, ჰაიდნის, შუბერტის, რეშის, შოსტაკოვიჩის, ვოიტენკოს, ზოლოტარიოვის, კუკო პენიას, პიაცოლას, ლაურიდსენის, ჩლაიძის, კეჭაყმაძის, ბოლქვაძის ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები

ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – დირექტორი.

ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის საღამო დადიანის ღვინის დარბაზში