28 სექტემბერი, 2018

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ხელნაწერს გაეროს არტკოლექციაში გამოფენენ

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ხელნაწერს გაეროს არტკოლექციაში გამოფენენშოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” სრულიად განსხვავებულად კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს მსოფლიოს წინაშე.

ცნობილმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა “ფესხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისთვის ჭედური ყდა დაამზადა. ყდფ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურისთვის ვერცხლისგანაა დამზადებული, ათობით ძვირფასი ქვით არის გაფორმებული და შოთა რუსთაველის ფრესკა ამშვენებს.

ხელოვანი 44-წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში სწორედ ამ ნამუშევრით დაბრუნდა.

საქართველოში წარდგენის შემდეგ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერი ნიუ-იორკში გაემგზავრება როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში და გაეროს არტკოლექციაში გამოიფინება.