27 სექტემბერი, 2018

ტაივანის თეატრის სპექტაკლი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე

ტიბეტის თეატრის სპექტაკლი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზესაქართველოს ბულბულად წოდებული მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ უცხოელები.

ამის დასტურია ტაივანის პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე დადგა.

”ოროველა”, ”წმინდაო ღმერთო”, ”გაფრინდი შავო მერცხალო”, ”ჭონა”, ”მირანგულა”, ”დაიგვიანეს”, ”წინწყარო”, ”ჩაკრულო” – სწორედ ეს სიმღერები ჟღერს სპექტაკლში, რომელმაც მსოფლიო მოიარა.

თინათინ მღვდლიაშვილი:

“ჩემი სანუკვარი ტაივანის თეატრის სპექტაკლი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერების ფონზეა დადგმული. მაშ ასე, ტაივანის პანტომიმის თეატრი და ქართული ხალხური სიმღერების მეფე ჰამლეტ გონაშვილი! დატკბით ნამდვილი ხელოვნებით! ბრავო!

გაიზიარეთ ეს საოცარი სანახაობა! მტერს დაეთხაროს შურიანი თვალები!.. ჩემი საქართველო – პირველი ანბანის, ხორბლის, ვაზის, ცეცხლოვანი ცეკვებისა და კოსმიური სიმღერების ქვეყანა! დედა ღვთისმშობლის ქვეყანა!”