19 სექტემბერი, 2018

თაღლითობა ანიტა რაჭველიშვილის სახელით

თაღლითობა ანიტა რაჭველიშვილის სახელით– გთხოვთ, ფრთხილად იყავით! – ასე აფრთხილებს ყველას ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი:

“ყურადღება! ძვირფასო მეგობრებო! ვიღაცა ჩემი სახელისა და ფოტოების გამოყენებით ქმნის ყალბ პროფილებს და უგზავნის მესიჯებს ჩემს მეგობრებს! ეს ადამიანი სთხოვს ყველას, რომ მის მეგობრებს საჩუქრები გაუგზავნონ და მალე ალბათ ფულსაც მოითხოვს!

გთხოვთ, ფრთხილად იყავით და არსად არაფერი არ გაგზავნოთ. მე არასდროს მოვითხოვდი არავისგან არც საჩუქრებს და არც ფულს!

გთხოვთ ფრთხილად იყავით! მადლობა!

გავარკვევთ ვინ არის და მკაცრად დაისჯება კანონით! ციხეა ასეთ უკანონო ქმედებაზე!”