22 სექტემბერი, 2018

სოფელ გურიანთაში მუზეუმის შენობა აუქციონზე გააქვთ

სოფელ გურიანთაში მუზეუმის შენობა აუქციონზე გააქვთ– ნიავდება კულტურული მემკვიდრეობა. საუბედუროდ, ეს არც პირველია და ალბათ, არც ბოლო… – აცხადებს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე და მამის მშობლიურ სოფელ გურიანთაში მუზეუმის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ახლა გურიიდან შემატყობინეს, რომ მამაჩემის მშობლიურ სოფელ გურიანთაში, მუზეუმის შენობა აუქციონზე გააქვთ. ეს სოფელი იმით გამოირჩევა, რომ იქ არის ძველი წელთაღრიცხვის ძეგლი – ვაშნარი.

ხალხი ფეხზე დგას, მაგრამ არაფერი შეუძლიათ.

ყველაფერი როგორ იყიდება?

ხანდახან, იმასაც ვფიქრობ, დღეს მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, თავისით გაუსკდებოდა გული თუ ძალით „გაუხეთქვდნენ“?

სამწუხაროა, რომ არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათას კაცს გაგაგებინოთ აქ, როგორ ნიავდება კულტურული მემკვიდრეობა. საუბედუროდ, ეს არც პირველია და ალბათ, არც ბოლო…”