14 სექტემბერი, 2018

სომხური თეატრი დაანგრიეს

სომხური თეატრი დაანგრიეს– სომხური თეატრი დაშალეს, გაასწორეს მიწასთან. ეს შენობა აგებული იყო ე.წ. პოსტკონსტრუქტივისტულ სტილში, – ამ ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ავრცელებს:

“სომხური თეატრი დაშალეს, გაასწორეს მიწასთან.

ეს შენობა აგებული იყო ე.წ. პოსტკონსტრუქტივისტულ სტილში, 1936 წელს, პ. ზაქარაიას ცნობით არქიტექტორი გ. ტერ-მიქელოვის მიერ. (მისივეა სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “რკინიგზელთა სახლი”, ქიქოძის 11) . პოსტკონსტრუქტივიზმმა სულ 5-6 წელი იარსება და ის სტალინის მიერ აკრძალული კონსტრუქტივისტული სტილიდან “სოცრეალიზმზე” გადაპორტირებისას წარმოიშვა. საკმაოდ მწირად არის შენარჩუნებული ამ გარდამავალი სტილის ნაგებობები თბილისში და, აგერ ერთიც დავკარგეთ.

სომხური თეატრი დაანგრიეს

სამწუხაროა ეს ყველაფერი, კიდევ უფრო სამწუხაროა ხელოვნებათმცოდნის დასკვნა “ვფიქრობთ, აღნიშნული შენობის დანგრევა შესაძლებელია, თუმცა მის ადგილას ახალი შენობა სასურველია იმეორებდეს იმავე ფორმებს და ამავდროულად შესაძლებელია თანამედროვე ელემენტების შეტანა. სასურველია ამჟამინდელი, დეკორაციებსთვის განკუთვნილი კოშკურა შენობა არ იყოს იმდენად მაღალი როგორც ახლა არის და ამ ნაწილის დასადიც გაერთიანებული იყოს ძირითად ნაგებობასთან. ხელოვნებათმცოდნე” გ. პატაშური

აქვე ვდებ ტორიტის ფოტოს, რომლითაც გამდიდრდება ჩვენი ქალაქი.”

სომხური თეატრი დაანგრიეს