Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სნოში ასფალტის დაგება დაიწყეს

6 სექტემბერი, 2018

სნოში ასფალტის დაგება დაიწყეს– არ გაუგიათ, ვერ ხედავენ, რომ შუა საუკუნეების სოფელს, სადაც სულ ცოტა ორი საუკუნის სახლები დგას, უბრალოდ არაფერში არ სჭირდება ასფალტი! – აცხადებს ანი გელაშვილი:

“ვინმემ გვიშველოს!

სნოში ასფალტის საფარის დაგება დაიწყეს.

არ გაუგიათ, ვერ ხედავენ, რომ შუა საუკუნეების სოფელს, სადაც სულ ცოტა ორი საუკუნის სახლები დგას, უბრალოდ არაფერში არ სჭირდება ასფალტი!

გამოხვალ და ჭაჭის ღობეებზე მიწეპებული ფენა დაგხვდება…

უბრალოდ მათთვის გასაგებ ენაზე დავწერ: გოიმები, უნახავები და უგუნურები ხართ, ვინც ეს მოიფიქრა და ახორციელებთ, აი, უკვე სახელიც არა აქვს ამას!

“ვძოვოთ და ვძვოთ” აწი, აკი ასეა აგერ ბოლო რამდენი საუკუნეა!
მათი გათვლა ხომ ტურისტებია, ხოდა პირდაპირ გადაირევიან ისინი, აი, ამითი და როგორც მაღალი კულტურის მქონე ერს პირდაპირ გაგვიღებენ კარს თავისკენ…

აი, ამ ქუჩებს ასფალტს რომ მიასხამ, იმ ქართველის ერთი წვეთი სისხლი მაინც გიდგას, ვინც ეს ააგო?!
იურისტებო, სადმე რომ ვიჩივლო რაიმეს აზრი ააქვს?!”