22 სექტემბერი, 2018

„შვლის ნუკრის ნაამბობს“ სომხეთში ითამაშებენ

„შვლის ნუკრის ნაამბობი“ სომხეთში გათამაშდებასომხეთის დედაქალაქ ერევანში თოჯუნური სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

25-დან 30 სექტემბრამდე სომხეთში სხვადასხვა ქვეყნის თეატრები საკუთარ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

„თუმანიანის ზღაპრები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“. წარმოდგენის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.