22 სექტემბერი, 2018

შესარჩევი კონკურსი მამაკაცი მსახიობებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

შესარჩევი კონკურსი მამაკაცი მსახიობებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრშინოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს 27 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობებისთვის. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც უმაღლესი პროფესიული განათლების მქონე პირებს, ასევე სამსახიობო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე 12-დან 16 საათამდე, კვირის გარდა.

კონკურსი ჩატარდება 29 ოქტომბერს 12 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე დარბაზში.

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ 99

საკონტაქტო ტელეფონი: 2 95 36 81

ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის ვებ-გვერდს www.mozardi.ge/