22 სექტემბერი, 2018

სასარგებლო შემოლაწუნება მერაბ მამარდაშვილისგან

სასარგებლო შემოლაწუნება მერაბ მამარდაშვილისგანფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი თავის ჩანაწერებში ყოველთვის ცდილობდა რეალობა დაენახვებინა მკითხველისთვის. რასაკვირველია, მისი მოსაზრებები ყველასთვის მისაღები არ იყო.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მერაბ მამარდაშვილის ჩანაწერიდან, სადაც ქართველები რეალობის სარკეში ყველაზე კარგად ჩავიხედავთ:

“ქართველმა ხალხმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს. ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?

შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისგან დაიბადება ენერგია ფერიცვალებისა…”