27 სექტემბერი, 2018

სალხინოს მუსიკალურ ფესტივალს თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი გახსნიან

სალხინოს მუსიკალურ ფესტივალს თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი გახსნიან28 სექტემბერს სალხინოს დადიანის სასახლეში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიხსნება.

ფესტივალს სახლინოს სასახლის კამერატა საფორტეპიანო მუსიკის საღამო გახსნის. მსმენელისთვის მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტები თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი დაუკრავენ.

უმშვენიერესი თამარ ლიჩელი – ქართული მუსიკის დიდი პროპაგანდისტი და ხშირ შემთხვევაში ახალი ქართული კომპოზიციების პირველი შემსრულებელია.

„მთელი მსოფლიოს კოლეგებს ვუსურვებ, ერთხელ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა მოუსმინონ თამარ ლიჩელს,“ – ასე აფასებს თამარ ლიჩელს გერგებ კესელიაკი-ბუდაბეშტის მუსიკალური აკადემიის რექტორი.

საერთაშორისო რანგის გამოჩენილი ქართველი პიანისტი – ვალერიან შიუკაშვილი არაერთი რეგიონული და საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელია.

საკონცერტო პროგრამაშია მოცარტის, შოპენის, შუბერტის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის, ლისტის, რაველის, ბაბაჯანიანის, დავითაშვილისა და ხორავას საფორტეპიანო ნაწარმოებები.

დადიანთა ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში ფესტივალისადმი მიძღვნილი კონცერტი 18 საათზე დაიწყება. ფესტივალზე მისულ მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური საღამო ელოდება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – დირექტორი.

ბილეთების ონლაინ დასაჯავშნად ეწვიეთ საიტს biletebi.ge
https://biletebi.ge/chamber-music-international-festival/valerian-shiukashvili-tamar-licheli-valerian-shiukashvili-tamar-licheli?
ან დარეკეთ: 598153000
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/salkhinopalacecamerata/

სალხინოს მუსიკალურ ფესტივალს თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი გახსნიან