18 სექტემბერი, 2018

ქობაირის მონასტერი – სომხეთში ქართული მონასტერი ინგრევა

ქობაირის მონასტერი - სომხეთში ქართული მონასტერი ინგრევაქობაირის მონასტერი ქართული მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში მდებარეობს.

მონასტერში ნგრევის პროცესები დაწყებულია. მნახველთათვის მიუდგომელ ადგილას მდებარე ქართული მონასტრის შესახებ ინფორმაციას ნინო ჩიკვაიძე ავრცელებს:

“ქობაირის მონასტერი – ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. თავდაპირველი სახით დაარსდა 1171 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ის ასულის, მარიამის მიერ.

ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისვძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა. ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით, რომელიც ქართული და ბიზანტიური ტრადიციისამებრ არიან შექმნილი.

ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს სხვა რამდენიმე ქართული არქიტექტურის ნაშთიც მდებარეობს, რომლებიც მსურველი მნახველებისთვის სრულიად მიუდგომელია.

თავად მონასტერში ნგრევის პროცესები მიდის.”

ქობაირის მონასტერი - სომხეთში ქართული მონასტერი ინგრევა

ქობაირის მონასტერი - სომხეთში ქართული მონასტერი ინგრევა